პირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გამოკითხვაზე დაიბარეს

პირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილეს გიორგი გაბოძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. თენგიზ გავაშელი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე 18:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. როგორც ჟურნალისტებს გავაშელის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადეს, პროკურატურაშია დაბარებული გავაშელის მეუღლეც.

თენგიზ გავაშელმა თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძეს ფიზიკური შეურაცხყოფა 23 იანვარს, წყნეთის ქუჩაზე მიაყენა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმეს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია იძიებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ედუარდ შევარდნაძის სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება
შემდეგი სტატიაერდოღანმა თეთრი სახლი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა