ერდოღანმა გერმანიის ლიდერებს “მტრები” უწოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 19, 2017 13:00

ერდოღანმა გერმანიის ლიდერებს “მტრები” უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, გერმანიის ლიდერებს “მტრები” უწოდა.

განცხადება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში პარასკევის ლოცვის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, ქრისტიან-დემოკრატებიც, სოციალ-დემოკრატებიც და მწვანეთა პარტიაც თურქეთის მტრები არიან და თურქული დიასპორის მხარდაჭერას არ იმსახურებენ.

საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 24 სექტემბერსაა დაგეგმილი, ხმის მიცემის უფლება კი ქვეყანაში მცხოვრებ მილიონამდე ეთნიკურ თურქს აქვს.

ერდოღანის განცხადებას ოფიციალური ბერლინის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის უპრეცედენტო აქტი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 19, 2017 13:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,026
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics