ერდოღანის თქმით, არხ “სტამბოლზე” ბოსფორის კონვენცია არ გავრცელდება

ერდოღანი არხ სტამბოლი

ახალ არხ “სტამბოლზე”, რომლის შექმნასაც თურქეთი გეგმავს, მონტრეს კონვენცია, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ეხება, არ გავრცელდება – თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა – Anadolu წერს.
პროექტი არხი “სტამბოლი”, რომელსაც არაფერი საერთო აქვს მონტრეს კონვენციასთან, თურქეთს კომფორტს და მშვიდობას მოუტანს – ერდოღანმა თქვა. მას მხედველობაში ჰქონდა 1936 წლის შეთანხმება. “ჩვენ ვაწარმოებთ სამუშაოებს, რომლის წყალობითაც სრულად დავამყარებთ საკუთარ დამოუკიდებლობას, საკუთარ სუვერენიტეტს” – დაამატა მან და აღნიშნა, რომ პროექტი “სტამბოლის” წყალობით მიაღწევენ სიმდიდრეს და ბოსფორი, ერთ-ერთი თურქულ სრუტეთაგანი განიტვირთება ეკოლოგიური პრობლემების კუთხით.

მონტრეს კონვენცია, რომელსაც ხელი 1936 წელს მოეწერა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე კონტროლის საკითხებსა და მისი სხვა ქვეყნების მიერ გამოყენებას არეგულირებს. კონვენცია თურქეთს კონტროლის საშუალებას აძლევს მხოლოდ მის მიმდებარე საზღვარზე, მშვიდობიან დროს სამოქალაქო გემებისთვის მისი წვდომის გარანტიას იძლევა, ასევე, ზღუდავს სამხედრო გემების მონაწილეობას.
შავიზღვისპირა და არაშავიზღვისპირა სახელმწიფოებისთვის სამხედრო გემების მონაწილეობის რეჟიმი განსხვავებულია. თურქეთის სახელმწიფოს წინასწარი გაფრთხილების შემდეგ შავიზღვისპირა სახელმწიფოებს სრუტის გავლით მშვიდობიან დროს ნებიემიერი კლასის გემების გატარება შეუძლიათ. არაშავიზღვისპირა ქვეყნებისთვის კლასისა და ტონაჟის გათვალისწინებით აკრძალვებია დაწესებული.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ირანის გეგმა ურანის 60%-მდე გამდიდრებაზე დაგმეს
შემდეგი სტატიარიონის ხეობის მცველები ქუთაისიდან გუმათის დასახლებისკენ მსვლელობას იწყებენ