რიონის ხეობის მცველები ქუთაისიდან გუმათის დასახლებისკენ მსვლელობას იწყებენ

ამ წუთებში რიონის ხეობის მცველები ქუთაისიდან გუმათის დასახლებისკენ მსვლელობას იწყებენ. ნამახვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ღამე, ღია ცის ქვეშ ქუთაისში გაათენეს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, საპროტესტო დემონსტრაციები ყველა ქალაქსა და რეგიონში დაიწყება, მოაწყობენ პიკეტს და გადაკეტავენ ავტობანს. რიონის ხეობის მცველები აქციებს აანონსებენ თბილისშიც.

“დაორგანიზების გარეშე ადამიანები ახერხებენ, რომ შეიკრიბონ ორგანიზაციული სახე აჩვენონ და ამდენი ადამიანო მოვიდეს დაორგანიზებულ აქციაზე, მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესების მიმართ სხვა შეფასებაა ხელისუფლების მხრიდანაც საჭირო. თუ ეს ადეკვატურად არ იქნება აღქმული, მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რომ გამოვიდნენ თავთავიანთ ქალაქებში, რეგიონებშიც, მათ შორის ავტობანზეც და ყველგან მოხდეს პიკეტირება და საბოლოო ჯამში, თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველანი ერთად დავიძრებით დედაქალაქში და იქნება პერმანენტული აქციები, ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ”,- თქვა გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანის თქმით, არხ “სტამბოლზე” ბოსფორის კონვენცია არ გავრცელდება
შემდეგი სტატიაიან კელი – ვფიქრობ, რუსეთის მიზანია, საქართველო არ გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი