ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ირანის გეგმა ურანის 60%-მდე გამდიდრებაზე დაგმეს

ურანის გამდიდრების გეგმა დაგმეს

ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის გეგმა ურანის 60%-მდე გამდიდრების შესახებ დაგმეს.

“ეს მოვლენების სერიოზული განვითარებაა, რადგანაც დიდად გამდიდრებული ურანის წარმოება ბირთვული იარაღის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია. ირანს არ გააჩნია სამოქალაქო საჭიროებები იმისთვის, რომ მან ამ დონეზე გაამდიდროს ურანი”, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

სამივე ქვეყანაში თვლიან, რომ ირანის მოქმედებები დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად, რისკის ქვეშ აყენებს.

გუშინ, 13 აპრილს გავრცელდა, რომ ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრებას დაიწყებს. ადრე ირანმა უკვე დაიწყო ურანის გამდიდრება. იმისათვის, რომ ბირთვული იარაღი შეიქმნას, საკმარისია 20%-ით გამდიდრებული ურანი. ირანმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ბირთვული ობიექტი დღემდე გაურკვეველი ქვეყნის თვითმფრინავმა დაბომბა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისახ: დეპარტამენტი: “ოცნებას” კომპრომისის მისაღწევად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება
შემდეგი სტატიაერდოღანის თქმით, არხ “სტამბოლზე” ბოსფორის კონვენცია არ გავრცელდება