ერდოღანის პირველი სერიოზული მარცხი

31 მარტს ჩატარებული თურქეთის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, 15 მილიონიანი სტამბოლი, 5,5 მილიონიანი დედაქალაქი ანკარა, 4 მლნ. იზმირი, 2,4 მლნ. ანტალია, 2,2 მლნ. ადანა, 1,8 მლნ. მერსინი, 1,6 მლნ. ჰატაი, 1 მილიონიანი აიდინი და თექირდაღი, სხვა უფრო პატარა ქალაქებთან ერთად, თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის, ათათურქის მიერ დაფუძნებული სახალხო რესპუბლიკური პარტის (CHP) ხელში გადავიდა სამართავად… თურქეთის მოსახლეობის (82 მლნ. ადამიანი) თითქმის ნახევარი, 39 მილიონი მოქალაქე, CHP- ს მიერ მოგებულ ქალაქებში ცხოვრობს.

იმის მიუხედავად, რომ ხმების საერთო რაოდენობის 52%მდე ერდოღანის კოალიციამ მიიღო, ქვეყნის უმთავრესი ქალაქებში ოპოზიციის გამარჯვება, განიხილება როგორც ერდოღანის ხელისუფლების სერიოზული მარცხი ადგილობრივ არჩევნებში.

როგორც ცნობილია, ერდოღანის ტრადიციულად ყველაზე დიდი მხარდაჭერა შავიზღვისპირეთში, ლაზებით და ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ადგილებში აქვს, საიდანაც ის თავად გახლავთ…. მიუხედავად ამისა, 31 მარტს, თურქეთის ყველაზე ქართულ რეგიონში -ართვინში, არჩევნები ოპოზიციამ მოიგო!

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია – ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაც ხდება, პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – „თბილისში მიმდინარეობს ახალი იზოლატორის მშენებლობა – როგორც კი დასრულდება, სახალხო დამცველის ეს რეკომენდაციაც შესრულებული იქნება“