ვახტანგ ყოლბაია – ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაც ხდება, პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

როგორც ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდამდე ცოტა ხნით ადრე ყოლბაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სწორედ ირაკლი კვარაცხელიას საქმე იქნება ერთ-ერთი მთავრი თემა, რომელზეც ქართული დელეგაცია ჟენევის ფორმატში ყურადღებას გაამახვილებს. მისივე თქმით, პასუხებს რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვენ, როგორც ერთადერთი ქვეყნისგან, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფლობს კონტროლს.

„ყველა შემთხვევაში, იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის მხარეს. ის აკონტროლებს იქ სიტუაციას, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს სოხუმს. ამ შემთხვევაში, სოხუმს ნაკლებად ეხება, ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებით რაც მოხდა. უნდა ვაღიაროთ, რომ კვარაცხელიას მომენტში ე.წ. გალის ადმინისტრაციამდე საქმე არ მისულა. სამწუხაროდ, ყველაფერი დამთავრდა, სადაც რუსეთის ბაზაა დისლოცირებული. ამიტომ, ამ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს ისევ რუსეთის როლსა და მის პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ პირველ არხთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშისაგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ახალ შემადგენლობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაერდოღანის პირველი სერიოზული მარცხი