ერდოღანის მეუღლე მიანმარის მუსლიმებთან მიემგზავრება

თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდღანის მეუღლე ემინე ერდოღანი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუსთან ერთად ბანგლლადეშს ეწვევა, სადაც მიანმარიდან გამოქცეულ მუსლიმ ლტოლვილლთა ბანაკია.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოღანის მეუღლე ემინე ერდოღანი, დღეს ბანგლადეშს ეწვევა და მოინახულებს მიანმარის არმიის გენოციდს გაქცეული არაკანელი მუსლიმანების კარვებს.
ემინე ერდოღანი, საგარეო საქმთა მინისტრ მევლუდ ჩავუშოღლისთან და თურქეთის თანამშრომლობისა და საკოორდინაციო სააგენტოს თავჯდომარე სერდარ ჩამთან ერთად ბანგლადეშში შეხვედრებსაც ჩაატარებენ.
დელეგაციას თურქეთიდან თან მიაქვს თურქული ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ გაგზავნილი ტვირთი. რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის გამო, დახმარების მიწოდება მოხდება საჰაერო გზით.
ათას ტონიან დახმარებაში შედის ტანსაცმელი, სურსათი და პირველადი მოხმარების საგნები.თურქეთი აპირებს, რომ დახმარებით უზრუნველყოფს ასი ათასი არაკანელი ოჯახის აუცილებელი მოთხოვნები.
ამავე დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრი ჩავუშოღლი, ადგილზე მოინახულებს და გააკონტროლებს მიანმარის არაკანის პროვინციის ჩრდილოეთით მომხდარი მოვლენების გამო, ბანგლადეშში თავშეფარებული და უფრო ადრე შეხიზნული 120 ათასი როჰინგელის ცხოვრების პირობებს. . ის აცევე, დედაქალაქ დაკკაში შეხვდება ბანგლადეშის ხელისუფლების უფლებამოსილ პირებს და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი მზადაა კიდევ 6 თვით გაუგრძელოს რუსეთს სანქციები
შემდეგი სტატია„მშვიდობით, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!“ – ზაზა ფაჩულიამ ნაკრები დატოვა