ერდოღანი: თურქული არმია სირიის ქალაქ იდლიბშია

თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი მოხსენებით გამოვიდა პრეზიდენტის სასახლეში, სადაც შეეხო თურქეთის შენაერთების იდლიბში შესვლას.
„იდლიბი არის თურქეთის მოსაზღვრე ქალაქი და იძულებულნი ვართ მივიღოთ საჭირო ზომები. თურქი სამხედროები იდლიბისკენ გაემართნენ სირიის თავისუფალ არმიასთან ერთად. ადრეც გვქონდა ნათქვამი, რომ ერთ ღამეს მოულოდნელად მოვიდოდით. ოპერაცია დაიწყო… ვცდილობთ დაზარალებულებისთვის დახმარებას და ჩვენი სურვილია მალე დასრულდეს ოპერაცია“ განაცხადა ერდოღანმა


თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, გუშინდელი დღის ჩათვლით, დაიწყეს სირიის ქალაქ იდლიბში, სადამკვირვებლო საქმიანობა. თურქეთის გენ-შტაბის განცხადებით, ასტანის პროცესის ფარგლებში მოხდება ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების, გადასახლებულების თავიანთ ოჯახებში დაბრუნებისთვის შესაფერისი პირობების უზრუნველყოფა და ამ მიზნით იდლიბში დაძაბულობის შემცირება. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, 2017 წლის 8 ოქტომბრიდან, კოორდინაციით დაიწყო სადამკვირვებლო საქმიანობა.
თურქეთის გენ-შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების რეგიონში სამსახური ხდება ასტანის პროცესის, გარანტიორ ქვეყნებთან შეთანხმებით მიღწეულ ჩართულობის წესების ფარგლებში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები იძაბება
შემდეგი სტატიაქართველმა გამომცემლებმა ფრანკფურტში რუსეთის სტენდის წინ საპროტესტი აქცია მოაწყვეს