ქართველმა გამომცემლებმა ფრანკფურტში რუსეთის სტენდის წინ საპროტესტი აქცია მოაწყვეს

ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, ქართველმა გამომცემლებმა რუსეთის ფედერაციის სტენდის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ამის შესახებ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე წერს პროექტ “ჩიტომოს” დამაარსებელი ირინა ბატურევიჩი. ქართველ გამომცემლებს ხელში ეკავათ პლაკატები შემდეგი წარწერებით ინგლისურ ენაზე: “შეაჩერეთ რუსეთი” და “რუსეთი-ოკუპანტი”. როგორც ბატურევიჩი წერს, აქცია არ იყო შეთანხმებული ორგანიზატორებთან. აღსანიშნავია, რომ რუსული სტენდი “Read Russia” საქართველოს სტენდთან ახლოს არის განლაგებული და მას პოლიცია იცავს.
საქართველო წარმოდგენილია ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: თურქული არმია სირიის ქალაქ იდლიბშია
შემდეგი სტატიათბილისში 20 წლამდე ახალგაზრდა ჩამოხრჩვალი იპოვეს