ერდოღანი: თურქეთი უარს არ იტყვის რუსულ С-400-ებზე

ანკარა 2017 წელს რუსეთთან დადებული კონტრაქტის ანულირებას არ აპირებს, რომელიც საზანიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ების შეძენას ეხება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდორანმა თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა სოჭიდან დაბრუნებისას, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. “ჩვენ რუსეთთან შევთანხმდით С-400-ზე, ასე, რომ საუბარიც არ იქნება იმაზე, რომ მასზე უარი ვთქვათ. საქმე გაკეთებულია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმ დაპირებიდან გამომდინარე, რომ მოწოდებები ივნისში დაიწყება” – სააგენტო “ანადოლუ” თურქეთის პრეზიდენტს ციტირებს – “ბიბისი” წერს.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ვერ დაიცავს მოკავშირეებს, რომლებიც ვაშინგტონის პოტენციური მოწინააღმდეგეებისგან ყიდულობენ იარაღს. შტატებმა თურქეთს მოუწოდა უარი თქვა შეთანხმებაზე და შეიძინოს ამერიკული სისტემა Patriot-ი, რომელიც რუსული С-400-ის ანალოგია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა გენეტიკური ტესტი გაიარა-წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მე პოლიტიკურად ვიქნები სომეხი,აზერბაიჯანელი,ებრაელი….