ექსტრადირების საკითხზე სასამართლო პროცესები გაგრძელდება, თუმცა ჩაბუქი საპატიმრო დაწესებულების გარეთ იქნება

ადვოკატების განცხადებით, ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, სასამართლოში პროცესები კვლავ გაგრძელდება, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მუსტაფა ემრე ჩაბუქი საპატიმრო დაწესებულების გარეთ იქნება.
საექსტრადაციო პროცესის დასრულებამდე, დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა, პროკურატურა ჩაბუქის 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას მოითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს ეწურება.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

banner
წინა სტატიაში,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“- ჩაბუქის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატია,,მაღალი ალბათობით, ვეტო იქნება დაძლეული”