,,მაღალი ალბათობით, ვეტო იქნება დაძლეული”

უფრო მაღალი ალბათობა არის იმისა, რომ ვეტო იქნება დაძლეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილი გამოეხმაურა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულია.

“წამყვანმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა თავის დროზე კანონპროექტს, პროზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში სხვა პრობლემა იყო ასახული და არა ის, რომელსაც კომიტეტმა დაუჭირა მხარი, ანუ საკითხი ეხებოდა ერთი მხრივ, შესყიდვებს და მეორე მხრივ, სტარტაპებს. მე ვფიქრობ, რომ გამომდინარე დეპუტატების განწყობიდან, უფრო მაღალი ალბათობა არის იმისა, რომ ვეტო იქნება დაძლეული. მე ჯერ არაფერს ვაპირებ. კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები. ვფიქრობ ბევრს და ერთ-ერთი რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა ჩემთვის“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე საათია საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას მართავს, სადაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაძლევს თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს.

banner
წინა სტატიაშიექსტრადირების საკითხზე სასამართლო პროცესები გაგრძელდება, თუმცა ჩაბუქი საპატიმრო დაწესებულების გარეთ იქნება
შემდეგი სტატიაჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას – თურქეთი სტრატეგიული პარტნიორია და მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება