ექსპერტებმა ჩრდილოეთ კორეაში ატომური აფეთქების შემდეგ რადიონუკლიდები ვერ იპოვეს

ჰაერის ნიმუშში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული ატომური გამოცდის შემდეგ იქნა აღებული, რადიონუკლიდების კვალი ვერ აღმოაჩინეს. ტესტი სამხრეთ კორეის რადიაციული უსაფრთხოების კომისიამ ჩაატარა.
უწყების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, რადიონუკლიდები აღმოჩენილი ვერ იქნა, რადიაცია კი ნორმაშია.
კომისია ტესტების სამომავლოდ ჩატარებასაც გააგრძელებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული ატომური გამოცდის შედეგები შეისწავლოს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ 9 სექტემბერს ატომური იარაღის გამოცდის შესახებ განცხადება გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენპროკურატურაში დეპუტატებმა სააკაშვილის წინააღმდეგ განცახდება შეიტანეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ შს მინისტრის განცხადებას მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით საფუძველი აქვს