ექსპერტების შეფასება – ჯანდაცვის სისტემა დაბალი კვალიფიციის კადრების გამო, ჩიხშია

27 წლის გარდაცვლილი მედდის საქმეს სამედიცინო სფეროს ექსპერტები ეხმაურებიან და ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე მიუთითებენ. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციას მოუმზადებელი დახვდა და დაბალი კვალიფიციის კადრების გამო ის ჩიხშია.

“კლინიკების ასოციაციის” დამფუძნებელი, ვილი პაჭკორია ამბობს, რომ მასგავსი პირები სამინისტროდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და სამინისტრო კვალიფიციური პირებით უნდა დაკომპლექტდეს.

“ჯანდაცვის სამინისტრო, მისი დაბალი კვალიფიკაციისა და უავტორიტეტობის გამო გახლავთ შესული ჩიხში და ეს პროცესი გრძელდება უკვე წელიწადზე მეტია. მათი მოქმედება თუ უმოქმედობა, გაუაზრებელი ქმედებები იწვევს იმას, რომ ჩვენ მივიღეთ კატასტროფული შედეგები შემოდგომაზე და ჩვენ ვღებულობთ ასევე კატასტროფულ შედეგებს ვააქცინაციის პროცესში.

დაუყოვნებლივ აუცილებლობას წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის მესვეურები იქნან განთავისუფლებული თანამდებობებიდან და დაკომპლექტდეს ჯანდაცვის სამინისტრო კვალიფიცირებული, გამოცდილი და მოსახლეობაში ნდობით აღჭურვილი პიროვნებებით”,- თქვა ვილი პაჭკორიამ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – ხელისუფლება სერიოზულ საფრთხედ იქცა საქართველოსთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის
შემდეგი სტატიაოპოზიციის შეფასება იუკნევიჩიენეს განცხადებაზე – “ოცნებამ” დაუხურა კარი ევროპას