მანჯგალაძე – ხელისუფლება სერიოზულ საფრთხედ იქცა საქართველოსთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის

ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა რომელიმე პარტიის ან პიროვნების ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის, არამედ იმ ცვლილებებისთვის, რომელიც მომავალში გამორიცხავს ისეთ უგნურ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ ხელისუფლებას, რომელიც დღეს გვყავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება სერიოზულ საფრთხედ იქცა საქართველოსთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა რომელიმე პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის, ან რომელიმე პიროვნების, არამედ იმ ცვლილებებისთვის, რომელიც მომავალში გამორიცხავს ისეთ უგნურ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ ხელისუფლებას, რომელიც დღეს გვყავს. ხელისუფლება, რომელიც სერიოზულ საფრთხედ იქცა საქართველოსთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის, რომელსაც ეშინია სამართლიანი, დემოკრატიული პროცესის, სამართლიანი არჩევნების, ეშინია იმის, რომ დაკარგავს ძალაუფლებას და ჩვენი ძარცვის უფლებას. ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება ცვლილებას, პროგრესს, ის აუცილებლად დამთავრდება და ამას გააკეთებს ხალხი რაც შეიძლება მალე. ყველანი 15 მაისს! ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერავინ გააკეთებს!“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიბურჯანაძე – უნდა გამოვიდეთ 15 მაისს და ბიძინა ივანიშვილს უნდა ვუთხრათ – საქართველო არ არის შენი ბოსტანი!
შემდეგი სტატიაექსპერტების შეფასება – ჯანდაცვის სისტემა დაბალი კვალიფიციის კადრების გამო, ჩიხშია