ოპოზიციის შეფასება იუკნევიჩიენეს განცხადებაზე – “ოცნებამ” დაუხურა კარი ევროპას

ევროპარლამენტარისა და ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრის ლიეტუვიდან, ამ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მედიაციის შედეგზე ოპოზიციაში აფასებენ.

მათი თქმით, დასავლეთის განცხადებები ცხადხყოფს, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაუხურა კარი ევროპას.

“ამ მოლაპარაკებების დასრულების და ფაქტობრივად, “ქართული ოცნების” მხრიდან მისი ჩაშლის შემდეგ, არის ერთგავროვანი გამოხმაურებები. მათ შორის, ეს კონკრეტული გამოხამურებაც არის ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაუხურა კარი ევროპას. ფაქტობრივად ყველამ დაინახა, რომ ოპოზიციის მხრიდნა იყო სრული მზაობა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოსულიყო კრიზისიდან, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” და ხელისუფლებამ არ გადადგა არანაირი ნაბიჯი სიტუაციის განსამუხტად”, – ამბობს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მანუჩარ ახალია.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრის, გიორგი გუგავას, განცხადებით, “ივანიშილი დაპირდა ევროპას, რომ გააოცებდა და გააოცა, ოღონდ არა დემოკრატიით არამედ თაღლითობით და გადაგდებით”.

რასა იუკნევიჩიენემ, “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ შეთანხმების ვერ მიღწევაში სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. მისი თქმით, საქართველომ ევროპის გამოწვდილი ხელი არ მიიღო. იუკნევიჩიენე ბიძინა ივანიშილის ჩრდილოვან მმართველობასაც შეეხო, როგორც ის ამბობს, ამ მოვლენებმა ეჭვი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს, კიდევ უფრო გაუმყარა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტების შეფასება – ჯანდაცვის სისტემა დაბალი კვალიფიციის კადრების გამო, ჩიხშია
შემდეგი სტატიარამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე ?