ექსკლუზივი: პაშინიანის საიდუმლო ვიზიტი თბილისში – რაზე ესაუბრა სომხეთის პრეზიდენტი ივანიშვილს

თიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სომხეთის პრემიერი ნიკოლ პაშინიანი საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და მან თბილისში რამდენიმე დღე გაატარა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურ სტრუქტურებს არათუ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, არამედ, მინიშნებაც არ გაუკეთებიათ.
ამასთან, „თაიმერმა“ მოიპოვა ფოტო, თუმცა უცნობია, ამ ვახშამზე პაშინიანს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ახლდნენ თუ არა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ სომხეთის პრემიერი შუშის სასახლეში იმყოფებოდა და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
სხვათა შორის, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად კეთდება პარალელი საქართველოსა და სომხეთს შორის, ანუ არსებობს ვერსია, რომ საქართველოშიც მოვლენები ისე განვითარდება, როგორც თავის დროზე ერევანში განვითარდა – გამოჩნდება ვინმე ზურგჩანთიანი იდეალისტი, რომელიც ხალხს აიყოლიებს და ხელისუფლებას გადადგომას აიძულებს. ახლა საკითხავია, ვინ გახდება ქართველი პაშინიანი.
სხვათა შორის, „თაიმერს“ იმის შესახებაც მოაწოდეს ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერი „გალერია თბილისის“ მეხუთე სართულზეც შენიშნეს.

 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგანადგურებული გზა და გარე სამყაროს მოწყვეტილი 400-მდე ოჯახი – ხარაგაულში სტიქიას ებრძვიან
შემდეგი სტატიადაიწყო ანაკლიის პორტის დასამარების ბოლო ეტაპი-რომან გოცირიძე