განადგურებული გზა და გარე სამყაროს მოწყვეტილი 400-მდე ოჯახი – ხარაგაულში სტიქიას ებრძვიან

სტიქია ხარაგაულში – ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლევნულა ადიდდა. წყლის ნაკადმა საავტომობილო გზა წაიღო და სოფელ ლეღვანში 400-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. ხარაგაულში დღეს დილიდან გამოიდარა, თუმცა მდინარეში წყლის დონემ არ დაიკლო.

დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ლეღვანი, ასევე სოფელი დიდვაკე. მდინარე ლეღვნულას ადიდების შედეგაც წყალმა ჩაანგრია სოფელში შესასვლელი გზა. მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა სახნავ-სათესი მიწები, შინაური ცხოველები და ფრინველი.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ ღია სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაფარული სახით გაცემა არაკონსტიტუციურად მიიჩნია
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: პაშინიანის საიდუმლო ვიზიტი თბილისში – რაზე ესაუბრა სომხეთის პრეზიდენტი ივანიშვილს