დაიწყო ანაკლიის პორტის დასამარების ბოლო ეტაპი-რომან გოცირიძე

დაიწყო ანაკლიის პორტის დასამარების ბოლო ეტაპი. ასპარეზზე ღიად გამოვიდა ფოთის პორტის მფლობელი ”ეი პი ემ ტერმინალსი” თავისი ჩახლართული, მათ შორის რუსული ინტერესებით-ამის შესახებ “გაერთიანებული ოპოზიციის “წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენების უკან მმართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი დგას

,,დაიწყო პოლიტიკოსების, მედიის, არასამთავროების მოსყიდვა. ზოგი ენთუზიასტ ლობისტად გაასაღებს თავს, ზოგიც ოფიციალურად. მოხდება ღია დარტყმა ანაკლიაზე, რასაც აქამდე ვერ ბედავდნენ და ნიანგის ცრემლების ღვრა ”ფოთმა რა დააშავას” სტილში. ამის უკან საქართველოს ხელისუფლება დგას. საქართველოს ხელისუფლება კი ივანიშვილია”-აცხადებს გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: პაშინიანის საიდუმლო ვიზიტი თბილისში – რაზე ესაუბრა სომხეთის პრეზიდენტი ივანიშვილს
შემდეგი სტატიასაქართველოში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შექმნა იგეგმება