ექსკლუზივი-„ოცნება“ შეთანხმებაზე ცალმხრივად აპირებს ხელის მოწერას

ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი საქართველოს, შესაძლოა, მესამედ ესტუმროს. თბილისში ის, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ჩამოვა. „თაიმერისთვის“ ექსკლუზიურად  ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტისთვის საგანგებოდ ემზადება „ქართული ოცნება“. სახელისუფლებო პარტია მზადაა ცალმხრივად მოაწეროს ხელი შეთანხმების დოკუმენტს.

„თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა ისიც, რომ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზეც იქნება საუბარი. თუმცა „ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს საერთოდ არ განიხილავს. უბრალოდ დოკუმენტში ჩაიწერება, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნება მაშინ, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 40%-ზე ნაკლებს აიღებს. მეორე ვარიანტი არის პლებისციტი.

რაც შეეხება ნიკა მელიას და გიორგი რურუას, „ოცნება“ მათი გამოშვების გზებს განიხილავს. როგორც სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, მათი გათავისუფლება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დათქმით მოხდება.

“თაიმერი”

 

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებით სოლიდარობას უცხადებენ სოფელ გუმათთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს
შემდეგი სტატიაკიევი: რუსეთის ფედერაციამ უკრაინის საზღვართან და ყირიმში 80 ათასი სამხედრო განათავსა