დატბორილი და განადგურებული სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ვენახები – კახეთში სტიქია გრძელდება

ძლიერმა სტიქიამ ყვარელსა და ლაგოდეხში ვენახები დატბორა. ყვარელში პრობლემები დინარე დურუჯმა შექმნა.

დასეტყვილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი არბოშიკიც, სადაც დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ვენახები და ერთწლიანი კულტურები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვის შედეგად, ვენახების თითქმის 100 პროცენტი განადგურდა.

დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, მოგვიანებით გაირკვევა, თუ რა სახის ზარალი მიადგა დედოფლისწყაროს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ სპეციალური ბრძანება გამოსცა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: აზერბაიჯანში ქართველებს პრობლემები აქვთ! სად არის ელჩი? (video)