უამინდობა საქართველოში – გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავანის უღელტეხილსა და ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად აკრძალულია. გუდაური-კობის, ჯვარი-უშგულის, ცაგერი-ლენტეხის, ასევე ალპანა-ცაგერის მონაკვეთებზე, ასევე ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და დიდი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის ნებადართული გადაადგილება ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციისას დაკავებულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას პროკურატურა დღეს გაავრცელებს
შემდეგი სტატია“ენმ”-ს თბილისის ბიუჯეტზე შენიშვნები აქვს