ენმ-ს ოფისში პოლიტიკური პარტიები რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ მიმართვის ტექსტზე მსჯელობენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ მიმართვის ტექსტზე მუშაობენ, პარტიის ინიციატივას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მიმართვის ტექსტზე შეჯერების შემდეგ, იგი საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

„ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა მუშაობს დოკუმენტის ტექსტზე, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველსო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მორიგი ხელყოფის ფაქტს, კერძოდ ე.წ. შეიარაღებული შენაერთების, სამხრეთ ოსეთის, რუსეთის არმიის მიერ მიერთებას, ეს ცხადია სიტუაციას არსებითად არ ცვლის, მაგრამ ხაზს უსვამს ფაქტს, იმ მხრივ, რომ ანექსია გრძელდება“, – განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უფრო პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს – სოფო კილაძე
შემდეგი სტატიაე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტი არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს – ანა დოლიძე