პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უფრო პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს – სოფო კილაძე

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უფრო პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს ვეტო დაადოს კონკრეტულ კანონპროექტს, აუცილებლად მან მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოადგინოს. ის შენიშვნები, რაც არის გამოგზავნილი, ვთვლი, რომ არ არის სამართლებრივი არგუმენტები. ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს“, – განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტებმა პროცედურული ომი დაიწყეს აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ და რომ არა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პრინციპული პოზიცია, დღესაც იგივე სურათი იქნებოდა.

„ძალიან პრინციპულ პოზიციას დავიკავებთ ახლაც, რადაგნ ეს ვეტოც ემსახურება იმას, რომ გაიწელოს პროცესი. ჩვენ გულდასმით შევისწავლეთ ეს არგუმენტები და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არგუმენტები არ არის მყარი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების დაკითხვას ითხოვენ
შემდეგი სტატიაენმ-ს ოფისში პოლიტიკური პარტიები რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ მიმართვის ტექსტზე მსჯელობენ