ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტი არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს – ანა დოლიძე

news
ავტ.: news მარტი 22, 2017 13:56

ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტი არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს – ანა დოლიძე

გვაქვს მითითება საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ მოსმენების განმახორციელებელი უწყება უნდა იყოს გამოძიებისგან დამოუკიდებელი, ამიტომ არ შეიძლება ის იყოს სუს-ში და არ შეიძლება ის იყოს დაკავშირებული სუს-თან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, მათი მოტივირებული შენიშვნებით, მოსმენების განმახორციელებლი უწყება უნდა იყოს პრემიერის დაქვემდებარებაში, რაც იმას გულისხმობს, რომ ის დარჩება აღამსრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში.

„უნდა გამოვყო ორი ძირითადი არგუმენტი, რომელიც დასაბუთებულია მრავალი პრეცენდენტის მოყვანით. პირველი, გვაქვს მითითება საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ მოსმენების განმახორციელებელი უწყება უნდა იყოს გამოძიებისგან დამოუკიდებელი, ამიტომ არ შეიძლება ის იყოს სუს-ში და არ შეიძლება ის იყოს დაკავშირებული სუს-თან. ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, ეს სააგენტო პირდაპირ იყოს დაქვემდებარებული პრემიერთან. შესაბამისად, ის დარჩება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ იქნება დამოუკიდებელი სუს-ისგან. ამით ჩვენ დავაკმაყოფილებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას. მეორე, პრობლემურია ის, რომ კანონი აკისრებს სერიოზულ ხარჯებს საკომუნიკაციო კომპანიებს და ჩვენი მოთხოვნით და კონსტიტუციით აუცილებელია, რომ ბიზნესს შევთავაზოთ სამართლიანი ანაზღაურება, რა შემთხვევაშიც დაუკმაყოფილდება სახელმწიფოს თავისი ინტერესი, მაგრამ წნეხი არ გახორციელდება მცირე და პატარა ბიზნესზე,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავენ.

news
ავტ.: news მარტი 22, 2017 13:56

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics