ენმ-ის ახალი ინიციატივა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ინიციატივებს წარადგენს ლიბერთი ბანკის მიერ პენსიონერებისთვის გაცემულ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების გაუქმების თაობაზე.

საქართველოში დაახლოებით 400 ათას პენსიონერს პენსიით უზრუნველყოფილი სესხი აქვს აღებული.

ადამიანებს ერთი თვის პენსია არსებობისთვის აუცილებელი პირობების დასაკმაყოფილებლად არ ჰყოფნით – საკვების, წამლებისა და კომუნალური გადასახადებისთვის, ან თუ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ მათ ან მათი ოჯახის რომელიმე წევრს.

ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოქალაქეებისთვის ამ მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობდეს, მილიარდელი ოლიგარქი მისი პირადი ბანკის, საქართველოში სიდიდით მესამე ბანკის, ლიბერთის მეშვეობით, ისედაც გაჭირვებაში მყოფ ხანდაზმულ ადამიანებს პირდაპირ ძარცვავს, მათ სრულიად არაადამიანურად მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს აკისრებს.

დღეისათვის ლიბერთი ბანკი პენსიონერებს 36 %-იან სესხს აძლევს, მაშინ როცა ჩვეულებრივი მოქალაქისა და კომპანიებისთვის კომერციულ ბანკებში საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7-დან 14-მდეა. რაც ნიშნავს იმას, რომ პენსიონერს სამჯერ უფრო მეტის გადახდა უწევს.

ლიბერთი ბანკისთვის მხოლოდ ფიზიკური პირებისგან მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა, 2018 წელს 235 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან პენსიონერების ამოღებული შემოსავალი 83% ანუ დაახლოებით 195 მილიონია.
პენსიონერებზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა ლიბერთი ბანკში დაახლოებით 600 მილიონ ლარია.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ბანკი დღეს მხოლოდ პენსიონერების გატყავებაზე მუშაობს და ამით არსებობს, მილიარდერი ივანიშვილი კიდევ უფრო მდიდრდება, პენსიონერები კი ღარიბდებიან.

სწორედ ამიტომ, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ:

1. გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე და პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე და ის გახდეს 0 %. სესხის აღებისთვის დადგენილი მომსახურების ხარჯი კი სახელმწიფომ დაფაროს.

2. ეს შეეხოს არა მხოლოდ სამომავლო სესხებს, არამედ ყველა პენსიონერს, ვისაც უკვე წინასწარ აღებული აქვს პენსია ან პენსიით უზრუნველყოფილი სესხი.

3. ყველა პენსიონერს, ვისაც დღემდე პროცენტის გადახდა მოუწია, სრულად აუნაზღაურდეს ბანკის მიერ მათთვის წაგლეჯილი ფული და აღნიშნული საკუთარ თავზე აიღოს სახელმწიფო ბიუჯეტმა.

ჩვენ ამ ინიციატივების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განვახორციელებთ. თუმცა ყოველი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან და გადარჩენაზე ფიქრი უწევთ. შესაბამისად ჩვენ დღეიდან ვიწყებთ აქტიურ კამპანიას, რათა ოლიგარქი ივანიშვილი ვაიძულოთ დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნები. ეს კამპანია მრავალფეროვანი და ფართომასშტაბიანი იქნება, საპროტესტო აქტივობების ყველა ზომას მივმართავთ.

banner
წინა სტატიაში“ადინ ვოსემ დვადცატვოსემ”-ზე ყველა ეღადავება
შემდეგი სტატია,,სახელმწიფო არასოდეს მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პროექტისთვის დამაზიანებელი იქნება”