“ადინ ვოსემ დვადცატვოსემ”-ზე ყველა ეღადავება

საკმაოდ ნორმალური გამოსვლა ჰქონდა ბახტაძეს კალიფორნიაში. რუსეთის ოკუპაციაც ახსენა, ნატო და ევროკავშირი გვინდაო ისიც თქვა, ამერიკა ჩვენი ძმა და მეგობარია და სულ გვერდში გვიდგას, განსაკუთრებით სამხედრო ამბავშიო, ისიც ბრძანა, დემოკრატიის მზეც იფიცა, ნაცების დროინდელი რეფორმებით კი ისე მოიწონა თავი, თქვენ წარმოიდგინეთ, მინიშნებაც არ გაუკეთებია სისხლიან ცზრაწელზე და საერთოდ, რომ არ იცოდე ვისი ტექსტია, მიშას ძველი გამოსვლა გეგონება.

მოკლედ, გამოსვლა კი ნორმალური იყო, მაგრამ რად გინდა? მაინც ყველა დასცინის, აშაყირებს და “ადინ ვოსემ დვადცატვოსემ”-ზე ეღადავება.

ასეა: სახელი რომ გაქვს გატეხილი, მერე გინდა კარგი თქვი გინდა ცუდი, ყველაფერს ერთი ფასი აქვს. დროზე უნდა მიხვდე, რომ გასულია შენი დრო და წასულია შენი საქმე.

P. S. ეს მარტო ბახტაძეს რომ არ ეხება, არამედ ზოგადად ხელისუფლებას, ალბათ არ საჭიროებს დაზუსტებას, მაგრამ ვაზუსტებ მაინც – წერას ,,რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი.

შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო, ესენია 1, 28 და 8 000, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა და საქართველოსთვის დასახელებული სამი რიცხვის მნიშვნელობა განმარტა.„პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი. მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. მესამე რიცხვი, რომელზეც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, არის 8 000, ვინაიდან, მისი თქმით, სწორედ ამდენი წლის ისტორიას ითვლის ღვინის წარმოება საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : ნათია თურნავამ უნდა ახსნას, ბოლო-ბოლო რა უნდა საქართველოს მთავრობას
შემდეგი სტატიაენმ-ის ახალი ინიციატივა