ენგურის ხიდზე ოკუპანტები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს 10 დეკემბრამდე ხსნიან

ზუგდიდისა და გალის რაიონების დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე ოკუპანტები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს 10 დეკემბრამდე ხსნიან, რათა ე.წ. საზღვრის გარეთ მყოფმა მოქალაქეებმა შინ დაბრუნება შეძლონ, – ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ვებგვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სგ პუნქტი 3-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, 9:00 -19:00 შუალედში იმუშავებს.

ამავე განცხადებაში ჩამოთვლილია იმ აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა, რომელთა წარმოდგენა მოუწევს პირს, რომელიც ენგურის ხიდს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადაკვეთავს.

აღსანიშნავია, რომ აუცილებელ დოკუმენტთა ჩამონათვალშია საქართველოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ პირი კოვიდინფიცირებული არაა. ამასთან, ცნობა გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს 72 საათისა მის წარმოდგენამდე.

banner
წინა სტატიაშიჩვენ დეტალური წინადადებები გადავეცით ჩვენს მეგობრებს, მოდერატორებს, რათა „ქართული ოცნება“ ამ წინადადებებს გაეცნოს და ასევე შემოგვთავაზოს მათი ხედვა
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო