ჩვენ დეტალური წინადადებები გადავეცით ჩვენს მეგობრებს, მოდერატორებს, რათა „ქართული ოცნება“ ამ წინადადებებს გაეცნოს და ასევე შემოგვთავაზოს მათი ხედვა

ჩვენ დეტალური წინადადებები გადავეცით ჩვენს მეგობრებს, მოდერატორებს, რათა „ქართული ოცნება“ ამ წინადადებებს გაეცნოს და ასევე შემოგვთავაზოს მათი ხედვა და შევეცადოთ, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ და პოლირიკურ შეთანხმებას მივაღწიოთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„თხოვნიდან გამომდინარე, შევჯერდით, რომ ამჯერადაც ჩვენ არ გავამჟღავნებთ ჩვენს წინადადებას. შესაბამისად, მერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ ჩვენ დეტალური წინადადებები გადავეცით ჩვენს მეგობრებს, მოდერატორებს, რათა „ქართული ოცნება“ ამ წინადადებებს გაეცნოს და ასევე შემოგვთავაზოს მათი ხედვა და შევეცადოთ, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ და პოლირიკურ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი, მკაცრად ამბობენ, რომ არ იქნება არჩევნები, ასეთ შემთხვევაში ხომ არ კარგავს აზრს ეს მოლაპარაკება, რის იმედზეა ოპოზიცია“, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამგვარი დამოკიდებულება მოლაპარაკების პროცესს ხელს არ უწყობს.

„ზოგადად, მოლაპარაკებებში წითელი ხაზების დაწესება არის პროდუქტიული და შესაბამისად, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რომ საჭიროა პოლიტიკური შეთანხმება. ამიტომ, წინასწარ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის წითელი ხაზი და ამ თემაზე არ მოვილაპარაკებთ, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია და ხელს არ უწყობს მოლაპარაკების პროცესს. ჩვენ მივეცით შვიდი პარტიის მიერ შეთანხმებული ერთიანი პოზიცია კონკრეტულად ჩამოწერილი წინადადებებით ჩვენს მეგობრებს იმისათვის, რომ მათ გააცნონ ეს წინადადებები „ქართულ ოცნებას“, რომ შემდეგ მათ გაგვაცნონ მათი ხედვა ყველა ამ წინადადებასთან მიმართებაში“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: 8 წელია შინაგან საქმეთა მინისტრის ოთახში იგივე რემონტია, იგივე ავეჯია და რასაც ვყიდულობთ, ეს მინისტრის კაბინეტისთვის კი არა, არამედ პოლიციელებისთვის არის განკუთვნილი
შემდეგი სტატიაენგურის ხიდზე ოკუპანტები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს 10 დეკემბრამდე ხსნიან