„ენერგო-პრო ჯორჯია“ – საქართველოს რამდენიმე რაიონის ენერგომომარაგების შეზღუდვა ჩვენი კომპანიის მიზეზით არ მომხდარა

საქართველოს რამდენიმე რაიონის ენერგომომარაგების შეზღუდვა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიზეზით არ მომხდარა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების ნაწილს დაახლოებით 40 წუთია არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ავარია არ მომხდარა, შეაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა, კომპანიის მიზეზით არ მომხდარა. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“, – აცხადებენ კომპანიაში.

banner
წინა სტატიაშიავარია საქართველოს ენერგოსისტემაში – ნახევარი საქართველო ჩაბნელებულია
შემდეგი სტატიაჩვენი პოლიტიკური უკულტურობის მწვერვალია, როდესაც ვცდილობთ, ქვეყნის საერთო ეროვნული პრობლემები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოვიყენოთ