ავარია საქართველოს ენერგოსისტემაში – ნახევარი საქართველო ჩაბნელებულია

მასშტაბური ავარია ელექტროსისტემაში – დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

თითქმის მთლიანად გამორთულია ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში კი დენი არ მიეწოდება რუსთავს და სამცხე-ჯავახეთის ნაწილს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია.

გათიშულია ელექტროენერგია თბილისშიც. მოსახლეობის 50 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

banner
წინა სტატიაშიარ ეყოფოდა გამბედაობა, რომ ვეტო დაედო – ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების შესახებ კანონზე ხელმოწერას აფასებს
შემდეგი სტატია„ენერგო-პრო ჯორჯია“ – საქართველოს რამდენიმე რაიონის ენერგომომარაგების შეზღუდვა ჩვენი კომპანიის მიზეზით არ მომხდარა