ჩვენი პოლიტიკური უკულტურობის მწვერვალია, როდესაც ვცდილობთ, ქვეყნის საერთო ეროვნული პრობლემები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოვიყენოთ

ჩვენი პოლიტიკური უკულტურობის მწვერვალია, როდესაც ვცდილობთ, ქვეყნის საერთო ეროვნული პრობლემები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოვიყენოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში, დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მას არც ერთი მოქალაქის პატრიოტიზმში ეჭვი არ ეპარება და არ ეგულება არავინ, ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო აზრი არ აქვს.

„მინდა შევეხო, დავით გარეჯთან დაკავშირებულ კონკრეტულ ინციდენტს. გულწრფელად გეუბნებით, რომ არ მეგულება ამ დარბაზში სხვა ვინმე და არც ჩვენს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, ვინც საერთო აზრზე არ იყოს. დიახ ჩვენ, საერთო, ერთიანი ინტერესები გვამოძრავებს. მე ეჭვი არ მეპარება თქვენს პატრიოტიზმში, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი საზოგადოება ათვიცნობიერებს, რომ აბსოლუტურად იმაზე მეტი ღელვა და შფოთვა გვაქვს ამ საკითხთან მიმართებაში, ვიდრე თითოეულ მათგანს, ამიტომ იქ, სადაც უნდა ვიყოთ და სადაც უნდა მოვახერხოთ ჩვენი პოზიციების კონსოლიდაცია, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ. ჩვენი პოლიტიკური უკულტურობის მწვერვალია, როდესაც ვცდილობთ, ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესების მიმართ არსებული პრობლემები გამოვიყენოთ ისევ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. რით ვერ ვისწავლეთ, რით ვერ გავიზარდეთ, ჩემს თავთან ვიქნები პირველი კრიტიკოსი ამ შემთხვევაში, და თუ როდისმე ასეთ საკითხთან დაკავშირებით ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გამიტარებია, მიმითითებია“, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ენერგო-პრო ჯორჯია“ – საქართველოს რამდენიმე რაიონის ენერგომომარაგების შეზღუდვა ჩვენი კომპანიის მიზეზით არ მომხდარა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი გიორგი გახარიას – ქართველი ხალხის იდიოტებად მიგაჩნიათ