ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატი მია ზოიძე პროკურატურაში დაკითხვაზე მივა, თუმცა გამოძიებას ჩვენებას არ მისცემს

ე.წ. ციანიდის საქმის კიდევ ერთი ადვოკატი მია ზოიძე დღეს თბილისის მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება პროკურატურის მიერ სსკ-ის 374-ე მუხლით დაწყებულ ახალ გამოძიებას. საუბარია სასამართლო პროცესისი აუდიო-ჩანაწერებზე, რომლებიც „ტვ პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელდა, გამოძიებას კითხვები აქვს თუ როგორ მოხვდა საქმის საიდუმლო მასალები მედიის ხელში.

მია ზოიძე პროკურატურაში მივა, თუმცა იგი ჩვენების მიცემას არ აპირებს:

“რეალურად რომ იყოს ეს გამოძიება, უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 8 მარტს პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდე კადრების რაღაც ნაგლეჯებზე. რადგან მაშინ არ დაიწყო და მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ გამოძიებას, რაც შორენა თეთრუაშვილის ჩვენების ნაწილები გავიდა, ვფიქრობ, ეს ზუსტად არის ზეწოლა და შანტაჟი,” – აცხადებს მია ზოიძე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე დაიბარეს გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი, რომლებმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა” თბილისის საკრებულოში არსებულ დარღვევებზე ანგარიშს დღეს წარადგენს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე შს მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს