ელისო კილაძე: პავლე კუბლაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტი

news
ავტ.: news თებერვალი 7, 2017 23:59

ელისო კილაძე: პავლე კუბლაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავიშრებით საუბრობს ქრონიკა პლიუსის რედაქტორი ელისო კილაძე. კილაძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პავლე კუბლაშვილი აწარმოებდა მოლაპარაკებებს მოსამართლეებთან და იგი ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტია:

„რუსთავი 2-ის მოსამართლეებთან კომუნიკაციაში იყო ვანო ზარდიაშვილი, დეპუატატი, რომელიც სუს-ის დავალებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს კოლეგიის მოსამართლეებთან. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პავლე კუბლაშვილმა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტი, მისი მეშვეობით მიდიოდა შეთავაზებები, მაგრამ მოსამართლეებმა ეს წინადადებები არ მიიღეს. სწორედ ამ დროს,, როდესაც ხელისუგფლება მიხვდა, რომ ვერ მოახერხა მოლაპარაკება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, დაიწყო ის პროვოკაცია, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ“, – განაცხადა ელისო კილაძემ.

ივანიშვილისთვის მთავარი იარაღი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური -აცხადებს ელისო კილაძე გადაცემა ,,არჩევანში” საუბრისას.

კილაძის თქმით, უჩა მამაცაშვილი სოსო გოგაშვილთან და ლაშა ნაცვლიშვილთამ ერთად მუშაობს, ლაშა ნაცვლიშვილია გავრცელებული ,,ჩანაწერების იდეოლოგი”, რაშიც კილაძის განცხადებით მას ხელფასსაც უხდიან.

,,ჩანაწერების იდეის ავტორი არის ლაშა ნაცვლიშვილი მას უხდიან 10 ათას ლარს. სად ხდება შეკრებები? შეკრებები ხდება ღამის 2-3 საათზე საპარტნიორო ფონდში. თქვენ იცით რომ ივანიშვილს 10 საათზე სძინავს, სამაგიეროდ ფხიზლობს მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. მას სტუმრობენ ლაშა ნაცვლიშვილი და სოსო გოგაშვილი”- განაცხადა კილაძემ

news
ავტ.: news თებერვალი 7, 2017 23:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics