„რუსთავი 2-ის წინააღმდეგ 2013 წელს მინახავს ორი სხვა სარჩელი“ – მამუკა ახვლედიანი

მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მას 2013 წელს ნანახი აქვს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ორი სხვა სარჩელი. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გადაცემა „არცევანის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

„რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მინახავს ორი სხვა სარჩელი, რომელიც სასამართლოში საერთოდ არ შემოსულა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ხელისუფლებიდან იყო პირდაპირ, თუმცა, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ნამდვილად დავარქმევდი. რომლებსაც ალბათ უბრალოდ სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრება აინტერესებდათ. საბედნიეროდ არც ერთი სარჩელი სასამართლოში არ მოხვედრილა. ეს იყო 2013 წელს“, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: პავლე კუბლაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტი
შემდეგი სტატიაირაკლი ტაბლიაშვილი: თუ ბორდი ამ აბსურდულ გეგმას დაეთანხმება, ტელევიზია ადგილობრივ არჩევნებს ვერ გააშუქებს