(video) თამარ კორძაია პარტიის სახელით მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით მიმართავს

რესპუბლიკური პარტიის წევრი, თამარ კორძაია, ფიქრობს, რომ რუსთავი2-სა და მოსამართლეების ირგვლივ დატრიალებული საკითხები ხელისუფლებას აწყობს და მთავრობას სასამართლოს ავტორიტეტის დაცვა არ აინტერესებს.

„შეგრძნება მრჩება, რომ ხელისუფლება გადავიდა ძალადობის აქტიურ ფაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აინტერესბს, სასამრთლოს ავტორიტეტი ექნება თუ არა, მას არ აინტერესებს მის მიმართ საერთოდ ნდობა იქნება თუ არა. მთავარია, მას ჰქონდეს ძალაუფლება და, ალბათ, მოსახლეობაში მალე დათესავს შიშს,“ – აცხადებს თამარ კორძაია.

ის ამბობს, რომ დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალა, რომელიც არაფერს არ ამტკიცებს და ეს საკითხი შეიძლება, თავად მოსამართლეებს დაბრალდეთ.

თამარ კორძაიას აზრით, დღეს ხელისუფლება საზოგადოებრივ მაუწყებელში ისეთივე ცვლილებების ჩატარებას გეგმავს, როგორსაც წინა ხელისუფლება ახორცილებდა. ის აცხადებს, რომ, თუ ტელევიზიაში კანონით დადგენილ ვალდებულებას არ შეასრულებს და გადაცემებს გააჩერებს, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს სამეურვეო საბჭოს დათხოვნის უფლებამოსილება ექნება. მისი აზრით, შედეგად სისტემა სრულიად გაუმჭვირვალე გახდება.

„40 მილიონს ვიხიდთ იმისათვის, რომ ტელევიზორში გადაცემა აღარ იყოს,“ – აცხადებს თამარ კორძაია.

რესპუბლიკური პარტიის წევრი, თამარ კორძაია, პარტიის სახელით მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით მიმართავს.

თამარ კორძაიამ ეს განცხადება არჩევანის ეთერში გაჟღერებული საკითხის, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ მილიონების სანაცვლოდ ფარული ჩანაწერების შეთავაზების შემდეგ გააკეთა.

„ეს არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს და ველოდებით ამაზე რეაგირებას, მაგრამ, სამწუხაროდ, იმედი დიდი არ გვაქვს იმიტომ, რომ ბევრი გამოძიება იწყება და არ სრულდება,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

banner
წინა სტატიაში(video) ღარიბაშვილი და მისი სიმამრი პრეზიდენტის კართან იყვნენ ატუზული-ვინ თხოვს მარგველაშვილს პატიმრების შეწყალებას
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: პავლე კუბლაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტი