ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.

უწყების ცნობით 112-ში შესული შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს – “რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები”.

მაშველებმა ავტოამწის დახმარებით მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.
“სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას. სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით,” – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, აჭარაში დამატებით მიემართება იმერეთიდან სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ეს არ არის გარიგების არჩევნები !
შემდეგი სტატიაკახეთის პოლიციამ მიმალვაში მყოფი მსჯავრდებული დააკავა