ელისო კილაძე ერთ-ერთი ელჩის შესაძლო შეცვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

eliso-kilaZe“ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საკადრო ცვლილებზე საუბრობს. როგორც ჟურნალისტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, ამერიკაში საქართველოს ელჩი, შესაძლოა, არჩევნებამდე შეიცვალოს. ამ პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურა განიხილება! – წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ აშშ-ში საქართველოს ელჩი სკანდალში გაეხვა. საუბარია ინტერვიუზე, სადაც მან განაცხადა, რომ   ქვეყნის მმართველ გუნდში პრორუსულად განწყობილი ძალები არიან.

გეგეშიძემ ინტერვიუ ახალი ამბების პორტალ netgazeti.ge-ს მისცა. ის დაეთანხმა პორტალის ბლოგერის მოსაზრებას, რომელიც ინტერვიუს უძღვებოდა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არიან. საქართველო რომ ევროკავშირში შევა, იქ აღარავინ დახვდება, „მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არსებობენ, და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ საკითხის მიმართ პლურალისტური მიდგომა არსებობს. მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ” — განაცხადა გეგეშიძემ. ინტერვიუს გამოქვეყნებიდან ორ დღეში გეგეშიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საკმაოდ კრიტიკული იყო ქვეყნის პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასება, რომელმაც გეგეშიძის განცხადებას არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური უწოდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – ის, რითიც უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი, ეს არის ქართული საზოგადოების გაძლიერება
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრომ შავ ზღვაში წრთვნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია შეაჩერა