ელისაბედ მეორეს 90 წლისთავს მეორე დღეა აღნიშნავენ

ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, დღეს ლონდონის ცენტრში ტრადიციული აღლუმი გაიმართა – მასში 1600 სამეფო გვარდიელი და ცხენოსანი მონაწილეობდა.
აღლუმს ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს.
ინგლისის დედოფალს 90 წელი ჯერ კიდევ აპრილში შეუსრულდა, მაგრამ ტრადიციის თანახმად, ბრიტანელი მონარქების დაბადების დღე ივნისში აღინიშნება.
დედოფალი, ასაკის მიუხედავად, შეუდარებლად გამოიყურებოდა – აღნიშნავს მსოფლიო მედია.

banner
წინა სტატიაშიობამამ ბელორუსს სანქციები გაუგრძელა
შემდეგი სტატია(video) ინგლისისა და რუსეთის ნაკრები გუნდების საფეხბურთო მატჩს არეულობა მოჰყვა