(video) ელენე ხოშტარია: მინდა მივმართო გაწკეპილ კალაძეს

საკრებულო იქცა ბიძინა ივანიშვილის ნოტარიალურ კანტორად – ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

ხოშტარიამ პარტიის წევრებთან ერთად, საკრებულოს სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„საკრებულო, რომელიც უნდა იცავდეს თბილისელების ინტერესებს, დღეს იქცა ბიძინა ივანიშვილის ნოტარიალურ კანტორად, რომელიც ყველანაირი საღი აზრის გარეშე, ყველანაირი მომზადების გარეშე ჩუქნის მორიგ მიწებს შუაგული ცენტრიდან, პუშკინის ქუჩის ბიძინა ივანიშვილს, თაბორის მთის კიდევ 40 ჰექტარს დამატებით უამრავ კილომეტრზე და ამას აკეთებენ თან ხალხს ამოფარებულები. ჩვენი ძალიან მშვიდობიანი პროტესტის საპასუხო იყო მოყვანა გამგეობებიდან სპორტსმენების, სუს-ის თანამშრომლების რომლებსაც უნდოდათ პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უდა ვერანაირ პროვოკაციაზე ჩვენ ევროპულ საქართველოს ვერ წამოგვაგებენ,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძეს მიმართა.

„მე მინდა ვკითხო კახი კალაძეს, რომელიც დადის გაწკეპილი, იწერს ვიდეოებს სუფთა ჰაერზე, ეპრანჭება ვიღაცას ბევრი ლაპარაკით მწვანეზე, მობრძანდეს და გვიპასუხოს რას ნიშნავს ისევ მიწების გადაცემა ბიძინა ივანიშვილისთვის, რას ნიშნავს ისევ სტატუსის შეცვლა ზონის, გაჩეხვა ხეების, მოვიდნენ და პასუხი აგონ,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.

https://youtu.be/VLVaf7tLR74

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) რაც ამ დარბაზში ხდება არის სირცხვილი
შემდეგი სტატიაბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიის აჭარის მთავრობისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა