ბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიის აჭარის მთავრობისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

მიწების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ. ბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიის აჭარის მთავრობისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა.

საუბარია მწვანე კონცხის მიმდებარედ ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში 6 ათასი კვ. მეტრი ფართობის სანაპიროსა და 1300 კვ მეტრი მიწის ფართობზე.

თავის მხრივ, მთავრობა სანაპიროს 49-წლიანი სარგებლობის უფლებით, მიწის ნაკვეთს კი საინვესტიციო პირობით უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია “ბიზნეს დეველოპმენტს”.

ოპოზიცია საკითხის ამოღებას ითხოვდა, რადგან მათი განცხადებით კომპანიის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია. არაა გამორიცხული დავა სასამართლოში გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაში(video) ელენე ხოშტარია: მინდა მივმართო გაწკეპილ კალაძეს
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი კალაძის წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს