(ვიდეო) რაც ამ დარბაზში ხდება არის სირცხვილი

თბილისის საკრებულოში სხდომა განახლდა. ამ წუთებში დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე მსჯელობს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.

დეპუტატებს სიტყვით საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, ის რაც ხდება დღეს თბილისის საკრებულოში მისთვის მიუღებელია. ელისაშვილმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა.

„ყველასთვის არის მიუღებელი ის, რაც ხდებოდა ცოტა ხნის წინ, ძალადობა, ამ დარბაზში ასე არ უნდა ხდებოდეს სხდომებზე, ეს დაუშვებელია, იმიტომ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება მით უფრო საჯარო სივრცეში. ასევე ძალიან მიუღებელია ასე ნაჩქარევად, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, პუშკინის სკვერში პარკინგის აგების გადაწყვეტილების ასე ნაჩქარევად გამოტანა, ნაჩქარევია ეს საკითხი, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ, რომ არანაირი გეოლოგიური კვლევა არ არის ჩატარებული, ხოლო მეორე საკითხი ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონისთვის 5 ათასი კვადრატულისთვის სტატუსის მოხსნა არის მიუღებელი. შესაბამისად, მე როგორც ერთ დეპუტატს, უბრალოდ უფლება არ მაქვს, რომ ამ დარბაზში ვიყო და მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ ამ დარბაზს,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარინა დათუკიშვილმაც. ასევე სხდომა დატოვეს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილმა და ასევე საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ.

“რაც ამ დარბაზში ხდება არის სირცხვილი. აქ საკითხების განხილვას აზრის არ აქვს. აზრი არ აქვს იქ საუბარს როდესაც სათქვენოს გეუბნებიან. ამას თქვე ნებისმიერი მომდევნო ხელისუფლება მოგკითხავთ. არა ბიძინა ივანიშვილს არამედ ყველა იმ თანამდებობის პირს რომელიც აქ იმყოფება. პარლამენტარების ხელშეუხებლობიდან გამომდინარე რაც აქ მოხდა ეს იყო უკანონობა და ნუ გაგიკვირდებათ შემდეგ რომ მსოფლიო ორგანიზაციები იტყვიან რომ პარლამენტარებს აქ ფიზიკურად ეხებიან და მიათრევენ,”-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

https://youtu.be/9B2UzunCzQY

banner
წინა სტატიაშიესენი იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული განდონები
შემდეგი სტატია(video) ელენე ხოშტარია: მინდა მივმართო გაწკეპილ კალაძეს