ეკლესიებიდან ქუჩაში გამოსული ხელგაწვდილი მღვდლები – მოწყალების ძიება თუ თაღლითობა?

არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში ხშირად შეხვდებით ქუჩაში მდგომ ღვთისმსახურებს, რომლებიც ფულს აგროვებენ. ხატებით გაფორმებული შემოწირულობის ყუთებსაც ხშირად გადააწყდებით, ერთი პერიოდი იუსტიციის სახლის წინ – ხიდის მოაჯირზე ჯაჭვით  ჰქონდათ მიბმული მოწყალების ყუთი.
ღვთისმსახურთა ნაწილი აცხადებს, რომ შემოწირულობები კონკრეტული დანიშნულებისაა – ეკლესიისთვის, უპოვართა და ავადმყოფთა დასახმარებლად, თუმცა, რეალურად რას ხმარდება ეკლესიის სახელით შეგროვებული ფული, არავინ იცის. იმის გარდა, რომ სრულიად არაეთიკურად გამოიყურება ქუჩაში ფულის შემგროვებელ ღვთისმსახური, ეს პროცესი მნიშვნელოვნად ლახავს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს. და, მაინც, სრულიად ლეგიტიმურია კითხვა საქართველოს საპატრიარქოს მიმართ – ვისი კურთხევით აგროვებენ ფულს ქუჩაში ღვთისმსახურები და ვისი ნებართვით დგას ქუჩებში ხატებით დამშვენებულნი ე.წ. შესწირი ყუთები? სად მიდის და რას ხმარდება ეს შეგროვებული თანხები?

banner
წინა სტატიაშივლადიმერ კონსტანტინიდი: ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს