ვლადიმერ კონსტანტინიდი: ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა ძალიან მნიშვნლეოვანია და იმის დადასტურებაა, რომ პარტნიორი ქვეყნები საქართველოს საიმედო ქვეყნად მიიჩნევენ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები. როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, უსაფრთხო ქვეყნების კონცეპტი ნიშნავს, რომ ქვეყანას, რომელსაც შეიყვანენ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, მიიჩნევა, რომ ეს ქვეყანა აკმაყოფილებს დემოკრატიის ძირითად სტანდარტებს და ამ ქვეყანაში დაცულია ადამიანის უფლება და თავისუფლებები.

„ჩეხეთმა, რიგით მე-12 ქვეყანამ აღიარა საქართველო და შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. გარდა ამისა, ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნები, რომლებსაც არ გააჩნიათ უსაფრთხო ქვეყნების სიის პრაქტიკა, ისინი ხელმძღვანელობენ ანალოგიით ანუ იგივე კონცეპტით, ასეთია ნორვეგია და ფინეთი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს საბერძნეთსა და ლიტვაში მიმდინარეობს აღნიშნულ სიაზე მუშაობა“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა ძალიან მნიშვნლეოვანია და დადასტურებაა, რომ პარტნიორი ქვეყნები საქართველოს საიმედო ქვეყნად მიიჩნევენ, სადაც დაცულია ადამიანის უფლება და თავისუფლებები.

„ბოლო პერიოდში ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო უსაფუძვლო მიმართვიანობა, სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი შეცდომაში იქნა შეყვანილი და ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ, არამართლზომიერად მიეღოთ პოლიტიკური თავშესაფრის უფლება. ქვეყნების უმეტესობა ამას არ ახდენდა, არ ახორციელებდა ან ძალიან მცირე იყო განაცხადების დაკმაყოფილება, ეს ქვეყნები უკვე გვაღიარებდნენ უსაფრთხო ქვეყანად“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთში ტრამვაისა და ტროლეიბუსის შეჯახებისას 40-მდე ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაეკლესიებიდან ქუჩაში გამოსული ხელგაწვდილი მღვდლები – მოწყალების ძიება თუ თაღლითობა?