ეკატერინე ტიკარაძე – სარიტუალო და სადღესასწაულო ღონისძიებებზე მონიტორინგი და საჯარიმო სანქციები უფრო მკაცრი იქნება

სარიტუალო და სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებით შრომითი ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს მეტად უფრო აქტიურ მონიტორინგს და საჯარიმო სანქციებიც უფრო მკაცრი იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები კვლავ იგივეა, რაც აქამდე იყო, თუმცა მასზე რეაგირება გამკაცრდება.

„შეზღუდვები არის კვლავ იგივე, რაც იყო დღემდე. იკრძალება 200 კაცამდე ადამიანის თავშეყრა. ის, რასაც ვაკეთებდით აქამდე იყო ის, რომ ვიღებდით შეტობინებას და შეტყობინებაზე ვრეაგირებდით, როგორც სიტყვიერი გაფრთხილებით, ასევე ჯარიმებით, მაგრამ დღესდღეობით, შრომითი ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს მეტად უფრო აქტიურ მონიტორინგს და საჯარიმო სანქციებიც იქნება უფრო მკაცრი“, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 15 სექტემბრიდან ვალდებულება ექნებათ, 72-საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარტესტის პასუხი წარმოადგინონ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, ჩვენი მოქალაქეებისთვის არანაირი რისკი არ იქნება, ჩვენ ამას ვმართავთ