საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 15 სექტემბრიდან ვალდებულება ექნებათ, 72-საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარტესტის პასუხი წარმოადგინონ

საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვალდებულება ექნებათ, 72-საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარტესტის პასუხი წარმოადგინონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მოთხოვნა შეეხება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიდანაც მგზავრები ნაცვალგების პრინციპით შემოდიოდნენ, ანუ მათ მიმართ შეზღუდვები არ იყო დაწესებული.

„15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რომელთაც არ ჰქონდათ ვალდებულება, ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მათ გაუჩნდებათ ვალდებულება, თან იქონიონ 72-საათიანი პისიარტესტი, რაც არის აუცილებელი, რათა ყველამ ერთად, ჩვენს კოლეგებთან, პარტნიორებთან ერთად, დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაც და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ეს ეხება ნაცვალგების პრინციპით იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ, მათ დაეწესებათ მსგავსი მოთხოვნა ჩვენი მხრიდან. 15 სექტემბრიდან, რადგან ადამიანებს, რომელთაც უკვე ბილეთი აქვთ ნაყიდი და მოემგზავრებიან საქართველოში, რომ არაფერი დისკომფორტი არ შევუქმნათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე – სარიტუალო და სადღესასწაულო ღონისძიებებზე მონიტორინგი და საჯარიმო სანქციები უფრო მკაცრი იქნება