ეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირების პიკი 4 აპრილის შემდეგ არის მოსალოდნელი

ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სცენარებზე ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, ინფიცირების პიკი 4 აპრილის შემდეგ არის მოსალოდნელი.

„ყველაზე პესსიმისტური სცენარი რა თქმა უნდა არსებობს და ეს სცენარი სავარაუდოდ, ჩვენ ასე გვგონია, რომ შეიძლება განვითარდეს 4 აპრილის შემდეგ, თუ ვერ მოხდა სიტუაციის სათანადო მართვა. აქედან გამომდინარე და კვლევებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება თუ რამდენი ხნით უნდა შემოღებულიყო საგანგებო რეჟიმი საქართველოში. ჩვენ გვაქვს 2 ტალღის მოლოდინი. პირველი ტალღის მოლოდინი გვქონდა სწორედ ამ კვირაში, 4 აპრილამდე და შემდგომი განვითარება უკვე 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე. დღესდღეობით რაც იკვეთებოდა, 4 აპრილამდე მოლოდინები ცუდი სცენარის ჩვენ გაგვიცრუვდა. რეალურად ამას ველოდით, მაგრამ ჩვენ მაინც ვემზადებით უფრო რთული სცენარისთვის, ვიდრე არის მოსალოდნელი. ეს გვაძლევს იმ შესაბამის ეფექტებს, რაც ჩვენ გვაქვს. ამის შედეგია, რომ ჩვენ დღეს გვყავს 67 ინფიცირებული და ამ 67-დან უკვე 9 გამოჯანმრთელებული არის“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბოლნისსა და მარნეულში ღამის საათებში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება
შემდეგი სტატიაგომელაური: ეკლესიებზე გავრცელდება ის კანონი, რაც მოქმედებს კარფურში, გუდვილში