ბოლნისსა და მარნეულში ღამის საათებში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

საკარანტინო ზონაში დღეს ღამის საათებში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს.

„ბოლნისსა და მარნეულში შემსვლელ-გამომსვლელ მანქანებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ვამუშავებთ, რომელიც დაავადების კონტროლის ცენტრთან არის შეთანხმებული. გვყავს დამატებითი მძიმე ტექნიკა, რომელიც საკარანტინო ზონაში გადაადგილდება და ყველა ღია სივრცეს დაამუშავებს“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 37 პირი იმყოფება
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირების პიკი 4 აპრილის შემდეგ არის მოსალოდნელი