გომელაური: ეკლესიებზე გავრცელდება ის კანონი, რაც მოქმედებს კარფურში, გუდვილში

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, საგანგებო მდგომარეობით გათვალსწინებული ზომები შესასრულებლად ყველასთვის სავალდებულოა. რაც შეეხება ეკლესიებს, აქ გავრცელდება ის კანონი, რომელიც სხვა დახურულ დაწესებულებებში მოქმედებს, მაგალითად, კარფურსა და გუდვილში.

“იგივე, რა კანონიც მოქმედებს სხვა დახურულ დაწესებულებებში, როგორიცაა კარფური, გუდვილი, სადაც დისტანცია უნდა დაიკავონ. გარეთაც შეიძლება ქუჩაში 100 ადამიანი მოძრაობდეს, მაგრამ დისტანცია იქნება. ავიღოთ, თუნდაც სამება, უდიდესი ეკლესიაა. დარღვევის შემთხვევაში ვიმოქმედებთ”,- თქვა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირების პიკი 4 აპრილის შემდეგ არის მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა